კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

“რონალდუს მომავალი ნათელია“ - ტენ ჰაგი ადასტურებს, რომ კრიშტიანუ რჩება

როგორც ჩანს, კრიშტიანუ რონალდუს სატრანსფერო საგა დროებით დასრულდა. როგორც მინიმუმ იანვრამდე.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა რონალდუსა და ვან ბისაკას თაობაზე პრესასთან ისაუბრა და სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.

„რონალდუს მომავალი ნათელია. ჩვენ გვჭირდება მაღალი დონის მოთამაშეები. და ბევრი ასეთი ფეხბურთელი უნდა გვყავდეს, რომ გუნდმა ყველა მატჩში თანმიმდევრულად ითამაშოს. ვან-ბისაკაც დარჩება. ეს კოლექტივი მინიმუმ იანვრამდე აქ იქნება“,

- ციტირებს Manchester Evening News-ის ტენ ჰაგის სიტყვებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები რონალდუს კლუბიდან წასვლის მომხრენი იყვნენ. თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ ჭორის დონეზეა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს „ბაიერნს“, „ჩელსის“, „ატლეტიკოსა“ და „ნაპოლის“ უკავშირებდნენ, თუმცა ყველა ვარიანტი ნელ-ნელა გამოირიცხა. კრიშტიანუსა და მის აგენტს ჟორჟე მენდეშს ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბების მოსაძებნად 1 თვე 2023 წლის იანვარში მიეცემათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA 23 - ხვიჩა კვარაცხელიას მონაცემები ცნობილია
FIFA 23 - ხვიჩა კვარაცხელიას მონაცემები ცნობილია