დორტმუნდი, მანჩესტერ სიტი, მანუელ აკანჯი
Aa
Aa

აკანჯი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათი დარჩა. ევროპული გრანდები უკანასკნელი ტრანსფერებისთვის ბოლო ძალებს ხარჯავენ.

ბოლო პერიოდში გაჩნდა ცნობები, რომ მანუელ აკანჯი „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდოდა. გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაადასტურა, რომ შვეიცარიელ ფეხბურთელსა და „ქალაქელებს“ შორის შეთანხმება შედგა.

რომანოს თქმით, პირადი დეტალები გადაწყვეტილია, კონტრაქტი მზადების პროცესშია. აკანჯი რამდენიმე საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ტრანსფერის ღირებულებად 17 მილიონი ევრო დასახელდა.

აკანჯი „დორტმუნდში“

27 წლის მცველი გერმანულ კლუბს 2018 წელს შეუერთდა და უმალ ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა. 2018 წლიდან დღემდე, მანუელმა „დორტმუნდის ბორუსიას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 158-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიო: “სკალონიმ 1 ბოთლი ღვინო უნდა გამომიგზავნოს“
მოურინიო: “სკალონიმ 1 ბოთლი ღვინო უნდა გამომიგზავნოს“