გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარაცხელია და მამარდაშვილი საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანენ“ – ESPN-ის კომენტატორი

ლა ლიგის მე-3 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდა. „ღამურები“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ, მაგრამ ამაში ქართველ ფეხბურთელს ვერ დავადანაშაულებთ. პირიქით, „მამარდას“ ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა და მისი ასპარეზობა საფეხბურთო სამყაროს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

„ვალენსიასა“ და „ატლეტიკოს“ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ESPN Brasil-ის კომენტატორმა, ლეონარდო ბერტოზიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ფეხბურთის ქართველი ქომაგებისთვის ძალიან საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა: „კვარაცხელია და მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მაინც გაიყვანენ“, - დაწერა ბერტოზიმ.

ცნობისთვის, „ატლეტიკოსთან“ მატჩში მამარდაშვილმა 6 სეივი მიითვალა და რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია. ესპანურმა Marca-მ იგი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და შეფასების სახით, 3 ვარსკვლავი დაუწერა.

შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 1 მოგებით და 2 მარცხით მე-14 ადგილს იკავებს, მამარდაშვილმა კი სამ თამაშში 2 ბურთი გაუშვა. ჯენარო გატუზოს გუნდს მომდევნო შეხვედრა 4 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ხეტაფესთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეკარე მომდევნო 10 წლისთვის“ - რას წერენ ესპანურ პრესაში მამარდას თამაშზე
„მეკარე მომდევნო 10 წლისთვის“ - რას წერენ ესპანურ პრესაში მამარდას თამაშზე