Aa
Aa

skysports: "ჩელსი" ბაკაიოკოს უახლოეს დღეებში გაიფორმებს!

ბრიტანული skysports-ის ცნობით, ლონდონის "ჩელსიმ" ტიმუე ბაკაიოკოს ტრანსფერი შეათანხმა.

22 წლის ფრანგი შუახაზელი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის და "ლურჯებს" მომავალ კვირას აზიურ შეკრებაზე შეუერთდება.

"მონაკო" აღნიშნული ტრანსფერისთვის 40 მილიონ ევრომდე მიიღებს.

ბაკაიოკო "რენის" სკოლის აღზრდილია და "მონაკოში" 2014 წელს გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები