„პარი სენ ჟერმენმა“ რონალდუს შესაძენად 125 მილიონი ევრო გამოყო
Aa
Aa

„პარი სენ ჟერმენმა“ რონალდუს შესაძენად 125 მილიონი ევრო გამოყო

„პარი სენ ჟერმენის“ სამწვრთნელო შტაბმა, კლუბის ხელმძღვანელობას მადრიდის „რეალის“ ვარკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს შეძენა მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „L’Equipe” ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, პარიზული კლუბი მზად არის, პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ „სამეფო კლუბს“ 125 მილიონი ევრო გადაუხადოს. მიუხედავად ამისა, გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი, „პარი სენ ჟერმენს“ რონალდუს დამატების უფლება, 2016-2017 წლების სეზონამდე არ ექნება. ამის მიზეზი „უეფას“ მიერ დადგენილი ფინანსური ფეირ-პლეია, რომელიც პარიზულ კლუბს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები