Aa
Aa

ჰარდენმა "ჰიუსტონთან" სარეკორდო კონტრაქტი გააფორმა!

"ჰიუსტონ როკეტსმა" თავის ლიდერ 27 წლის ჯეიმს ჰარდენთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა. ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

როგორც YahooSports-ის მიმომხილველმა ედრიან ვოინაროვსკიმ გაარკვია, ჰარდენი ოთხი წლის განმავლობაში 228 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. შესაბამისად, ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული გარიგება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში. წინა რეკორდი რამდენიმე დღის წინ სტეფ კარიმ დაამყარა, როცა "გოლდენ სტეიტთან" 201 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

2016-17 წლების სეზონში ჰარდენი საშუალოდ მატჩში 29.1 ქულას, 8.1 მოხსნასა და 11.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ჯეიმსი გახდა პირველი მოთამაშე NBA-ის ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში მინიმუმ 2000 ქულა, 900 შედეგიანი პასი და 600 მოხსნა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები