კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

BILD: რონალდუს დორტმუნდში თამაში 3 მიზეზის გამო სურდა

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი კრიშტიანუ რონალდუს „დორტმუნდში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერს, რომელიც ჩაიშალა.

წყარო მიზეზებს ასაჯაროებს. რატომ სურდა რონალდუს გერმანიაში თამაში?

პირველ რიგში, Nike-თან, Clear-თან და Binance-თან კონტრაქტების ფარგლებში, კრიშტიანუს შესაძლო ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე ითამაშებს, თუ არა იგი ჩემპიონთა ლიგაზე. როგორც მოგეხსენებათ, „იუნაიტედი“ წელს ლიგას ტოვებს.

წყარო წერს, რომ რონალდუ მზად იყო, რომ მისი წლიური ანაზღაურება (29 მილიონი ევრო) დაეკლო, რათა ჩემპიონთა ლიგაზე მყოფ გუნდში ეთამაშა და რეკლამებიდან მისაღები შემოსავალი სრულად მიეღო.

ასევე, პორტუგალიელი ბუნდესლიგის მოგებითაც არის დაინტერესებული. მან უკვე მოიგო პრემიერ ლიგა, ლა ლიგა და სერია A, სამი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი ევროპაში.

წყარო მესამე ფაქტორად „დორტმუნდის“ საშინაო არენასა და მის ზღაპრულ გარემოს ასახელებს - მუდმივად შევსებულ Signal Iduna Park-ი, რომელიც 81 365 ადამიანზეა გათვლილი.

როგორც ბოლო დღეებში დაიწერა, „დორტმუნდი“ ფინანსური თვალსაზრისით, კრიშტიანუს დამატებაზე უარს ამბობს. მათ პორტუგალიელის გაფორმების შესაძლებლობა ხიბლავთ, თუმცა ამ ეტაპზე გერმანელები ამ ვარიანტს შეუძლებლად მიიჩნევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ნაპოლიმ 1 პურის სანაცვლოდ იყიდა “ - ანიელის ცნობილი ფრაზა ხვიჩა შეუსაბამეს
,,ნაპოლიმ 1 პურის სანაცვლოდ იყიდა “ - ანიელის ცნობილი ფრაზა ხვიჩა შეუსაბამეს