ხვიჩა კვარაცხელია, მიშელ პლატინი
Aa
Aa

,,ნაპოლიმ 1 პურის სანაცვლოდ იყიდა “ - ანიელის ცნობილი ფრაზა ხვიჩა შეუსაბამეს

იტალიური RAI-ს ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩამ ''ნაპოლის'' გარშემო შექმნილი პესიმიზმი გაანადგურა, რომელიც გასულ ზაფხულში ლუჩიანო სპალეტის გუნდიდან ფეხბურთელების წასვლით შეიქმნა.

,,მან გაანადგურა ის პესიმიზმი, რომელიც ზაფხულში გუნდიდან წასული ფეხბურთელების გამო შეიქმნა. ''ნაპოლის'' სკაუტინგმა ინსინიეს შემცვლელად უცნობი ქართველი მოიყვანა''.

კვარაცხელიას შესახებ საუბრისას ვენერატომ ''იუვენტუსის'' ყოფილი მფლობელის, ჯანი ანიელის ფრაზა მოიშველია, რომელიც ანიელიმ პლატინის ''იუვენტუსში'' გადაყვანის შემდეგ თქვა:

''ნაპოლიმ'' ერთი პურის სანაცვლოდ იყიდა და მან (იგულისხმება ხვიჩა კვარაცხელია) ფუა-გრა დადო''.

ფუა-გრა ფრანგული კერძია, რომელიც ბატის ან იხვის ღვიძლისგან სპეციალური ტექნოლოგიითაა გაცხიმოვანებული. აღნიშნული წინადადება გულისხმობს, რომ ''ნაპოლიმ'' ქართველი ფეხბურთელი იაფად იყიდა, თუმცა კვარაცხელიამ სატრანსფერო თანხასთან შეუსაბამოდ ძალიან შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ფეხბურთელი, რომელმაც სერია ა-ს საწყის ორ ტურში 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა, იტალიურმა კლუბმა 10 მილიონ ევროდ შეიძინა.

რაც შეეხება პლატინის, 1982 წელს ''სენტ-ეტიენიდან'' ''იუვენტუსში'' გადავიდა, იტალიურ კლუბთან ერთად სერია ა ორჯერ მოიგო (1983-84, 1985-86), ჩემპიონთა ლიგა კი ერთხელ (1984-85). პლატინის ''იუვეში'' გადაბარგების შემდეგ ანიელიმ განაცხადა: ''ჩვენ ის ერთი პურის სანაცვლოდ ვიყიდეთ და მან ფუა-გრა დადოო''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები