Aa
Aa

GDS: "მილანი" ობამეიანგში 60 მილიონს გამოდის!

La Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, „მილანი“ „დორტმუნდის ბორუსიას“ პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერში 60 მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო თავად ფეხბურთელს წლიურ ხელფასად 8 მილიონ ევროს პირდება, რაც მას სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს.

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი მარკო ფასონე და სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი უახლოეს დღეებში გერმანიაში ჩავლენ და ტრანსფერზე მოლაპარაკებებს ადგილზე გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ობამეიანგს ჩინური „ტიანძინ ქუანძინი“ წელიწადში 12 მილიონ ევროს უხდიდა, თუმცა გაბონელმა ამ ასაკში აზიაში წასვლა გამორიცხა. შესაბამისად, ამ ტრანსფერში „როსონერის“ მთავარი კონკურენტი ლონდონის „ჩელსია“.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ „მილანმა“ ობამეიანგი 2011 წელს ფრანგულ „სენტ ეტიენს“ 1.8 მილიონ ევროდ დაუთმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები