მამუკელაშვილის 21 ქულა - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
Aa
Aa

მამუკელაშვილის 21 ქულა - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა „აკროპოლისის თასზე“ მეორე შეხვედრა გამართა. თურქეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, ილიას ზუროსის ბიჭები საბერძნეთს დაუპირისპირდნენ და სამწუხაროდ, სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირეს.

საქართველოს ნაკრებს კარგი სტარტი გამოუვიდა. ქართველები პირველ მეოთხედში ჩინებულად გამოიყურებოდნენ და დაცვაში მაღალ დონეზე ასპარეზობდნენ. ამან შედეგი გამოიღო და პირველი მეოთხედი 5 ქულით მოვიგეთ - 21:16. მეორე ათწუთეულში ბერძნებმა მოუმატეს და ანგარიშიც გაათანაბრეს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მინიგაქცევა მოაწყო და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 37:34.

საბერძნეთის ნაკრებმა მეორე ნახევარი პირველზე უკეთ ჩაატარა. ბერძნებმა მესამე პერიოდი შესანიშნავად დაიწყეს, 19:5 გაიქცნენ და კომფორტულ უპირატესობას დაეუფლნენ. საქართველოს ნაკრებმა თამაშში დაბრუნება სცადა და ჩამორჩენა 6 ქულამდეც დაიყვანა, თუმცა ეს ჩვენი მაქსიმუმი აღმოჩნდა და საბოლოოდ, 67:80 დავმარცხდით.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 21 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გაიფორმა. გიორგი შერმადინსა და თორნიკე შენგელიას 13-13 ქულა ჰქონდათ, თად მაკფადენის ანგარიშზე 6 ქულაა, ხოლო რატი ანდრონიკაშვილმა 9 ქულა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები „აკროპოლისის თასზე“ მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავს და პოლონეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თანამედროვე ფეხბურთში ბევრ მისნაირ ფეხბურთელს ვერ იპოვით“ - რას წერენ ბრიტანეთში ხვიჩაზე
„თანამედროვე ფეხბურთში ბევრ მისნაირ ფეხბურთელს ვერ იპოვით“ - რას წერენ ბრიტანეთში ხვიჩაზე