ბენჯამინ მენდი
Aa
Aa

მენდიმ ერთ-ერთ მსხვერპლთან დაიტრაბახა, რომ 10 000 ქალთან ეძინა

„მანჩესტერ სიტის“ მცველმა ბენჯამინ მენდიმ დაიკვეხნა, რომ 10 000 ქალთან ეძინა.

ჩესტერის სამეფო კარის სხდომაზე აჩვენეს ვიდეო, სადაც პოლიციამ დაკითხა ერთ-ერთი გოგონა, რომელიც ფეხბურთელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

მან განაცხადა, რომ მენდი 2020 წლის 11 ოქტომბერს ალდერლი ეჯში, ჩეშირში მდებარე ბარში გაიცნო.

რაღაც მომენტში მას კონფლიქტი ჰქონდა მენდისთან იმის გამო, რომ ის Snapchat-ს იყენებდა. მენდიმ თქვა, რომ მისი სახლის ფოტოების გადაღება და ინტერნეტში გამოქვეყნება დაუშვებელი იყო, რადგან მას ამის გამო სიტი დასჯიდა. ფეხბურთელმა გოგონას ტელეფონი წაართვა და ფოტოების დათვალიერება დაიწყო, რომელთა შორის იყო ინტიმური ხასიათის კადრებიც.

ამის შემდეგ ვითარება დაიძაბა. გოგონამ მენდის სთხოვა, რომ ტელეფონი დაებრუნებინა და მასთან სექსი არ სურდა, პირიქით წასვლა უნდოდა.

მენდიმ მას სთხოვა სამოსი გაეხადა, თუმცა უარი მიიღო. შემდეგ, როდესაც გოგონა მიხვდა, რომ ოთახში იყო გამოკეტილი, ფეხბურთელს თხოვნაზე დათანხმდა - ის მზად იყო ყველაფერი გაეხადა, გარდა ტრუსებისა. მენდიმ ამის შემდეგ, მასზე ზეწოლა გაზარდა და უთხრა, რომ ის ძალიან მორცხვი იყო.

გოგონამ კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მასთან სექსი არ სურდა, რაზეც მენდის პასუხი ასეთი იყო:

„არაფერია, მე 10 000 კალთან მქონია სექსი. ყველაფერი კარგადაა“.

გოგონა ასევე ამტკიცებს, რომ ბენჯამინმა მას უთხრა:

„თუ არავის არ ეტყვი, შეგიძლია ყოველ საღამოს აქ მოხვიდე”.

როგორც უკვე ცნობილია, მენდის ბრალად ედება რვა გაუპატიურებაში, ერთ სექსუალურ ძალადობასა და ერთ გაუპატიურების მცდელობა. ფეხბურთელი ყველა ბრალდებას უარყოფს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაზემირო მანჩესტერს უახლოვდება - რეალმა ფასი დაასახელა
კაზემირო მანჩესტერს უახლოვდება - რეალმა ფასი დაასახელა