კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

CBS Sports: რონალდუს ყიდვა მხოლოდ დორტმუნდს შეუძლია

ამ მომენტისთვის „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა მხოლოდ ერთ კლუბს შეუძლია.

CBS Sports-ის ცნობით, 37 წლის თავდამსხმელით „დორტმუნდის ბორუსია“ ინტერესდება. ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში სატრანსფერო შეთავაზებაზე მუშაობს, რომ მხარეებს შორის კონტაქტი შედგეს.

ასევე ამბობენ, რომ ინგლისურ კლუბში დღითიდღე რწმუნდებიან იმაში, რომ რონალდუს გაშვება საუკეთესო გამოსავალია.

„დორტმუნდი“ ჯერ კიდევ შიდა მოლაპარაკებებს აწარმოებს, შესთავაზონ თუ არა „მანჩესტერ იუნაიტედს“ რონალდუს სანაცვლოდ თანხა. მენდეში საამისოდ ყველაფერს აკეთებს.

წყაროს ცნობით, „დორტმუნდი“ რონალდუს შეძენის და ასევე იჯარით აყვანის ვარიანტსაც განიხილავს, თუმცა პორტუგალიელის მაღალი ხელფასი დიდი პრობლემაა. თუ კრიშტიანუ მას არ დაიკლებს, ტრანსფერი არ შედგება.

„დორტმუნდს“ სურს შეტევაში კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება და ეს მას შემდეგ, რაც სებასტიან ალეს სათესლე ჯირკვლის კიბო დაუდგინეს.

რაც შეეხება სხვა ვარიანტებს, რონალდუს ლისაბონის „სპორტინგში“ გადასვლა გამორიცხულია. კრიშტიანუს არ სურს გადავიდეს გუნდში, რომელიც არ წარმოადგენს ევროპული 5 ლიგებიდან არცერთს.

ტრანსფერზე უარი თქვა „ატლეტიკომაც“, რომელიც 37 წლის პორტუგალიელით დაინტერესებული ნამდვილად იყო, თუმცა ფინანსურად კლუბი ამ ტრანსფერს ვერ გაჩარხავს, რის შესახებაც მათ მენდეშს უკვე აცნობეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს
ოფიციალურად - ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს