პსჟ, მანჩესტერ სიტი, ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

პსჟ გააქტიურდა - საფრანგეთის ჩემპიონი ბერნარდუ სილვას ტრანსფერისთვის იბრძვის

ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ბარსელონა“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდია. კატალონიურმა გრანდმა არაერთი ფეხბურთელი დაიმატა და გაძლიერება კიდევ სურს.

საუბარი მიდიოდა ბერნარდუ სილვას ყიდვაზე, მაგრამ ტრანსფერისთვის შესაბამისი ფინანსების არქონის გამო, ყველაფერი ჩაიშალა. Sky Sports-მა დაწერა, რომ პორტუგალიელი შემტევი მომავალ სეზონში კვლავ „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას დაიცავს.

სულ ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა გამოცემა The Times-მა ახალი ინფორმაცია გააჟღერა. სილვას შეძენით „პარი სენ ჟერმენი“ ინტერესდება და მის სანაცვლოდ მზად არის 67 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ინგლისური კლუბი გაცილებით მეტს ითხოვს.

ტრანსფერს რეალურს ისიც ხდის, რომ პსჟ-ს ახალი სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი პორტუგალიელი გახლავთ და ბერნარდუსთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებს. ლუისს 28 წლის ფეხბურთელის დაყოლიება არ გაუჭირდა. თანაც, საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიელ ნახევარმცველს გაცილებით მაღალ ხელფასს სთავაზობს.

სილვა „მანჩესტერ სიტიში“

28 წლის ნახევარმცველი „ქალაქელებს“ 2017 წელს „მონაკოდან“ შეუერთდა. დღემდე სილვამ მანჩესტერული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 253-ჯერ მოირგო, 48 გოლი გაიტანა და 50 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი კიკვაძე - ქართველი ფეხბურთელი ბეტისის აკადემიაში ივარჯიშებს
გიორგი კიკვაძე - ქართველი ფეხბურთელი ბეტისის აკადემიაში ივარჯიშებს