აკროპოლისის თასი: საქართველო თურქეთთან დამარცხდა
Aa
Aa

აკროპოლისის თასი: საქართველო თურქეთთან დამარცხდა

დღეს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა აკროპოლისის თასზე პირველი შეხვედრა გამართა. ილიას ზუროსის გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა და 88:101 დამარცხდა.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 24:18 მოიგო, თუმცა მეორე მეოთხედიდან თურქებმა 8-ქულიანი გაქცევა მაწყვეს - 30:22 და შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

შესვენების შემდეგ, თურქებმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს და პირიქით, მისი გამყარება შეძლეს. მეტოქემ მესამე მეოთხედი 27:20, ხოლო დასკვნითი მეოთხედი 26:22 მოიგო და საბოლოოდ ტაბლოზე 101:88 დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო 20 ქულით (5 მოხსნა, 6 გადაცემა) შენგელია იყო, შერმადინს 18 ქულა ჰქონდა, მაკფადენს 12, მამუკელაშვილს 16 ქულა 14 მოხსნა, ბურჯანაძეს კი 8.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდი აკროპოლისის თასზე მომდევნო შეხვედრას 18 აგვისტოს მასპინძელ საბერძნეთთან გამართავს. 19 აგვისტოს კი პოლონეთს დაუპირისპირდება.

საქართველო: მაკფადენი (12ქ, 3პ.), ბოქოლიშვილი (3პ), შენგელია (20ქ, 5მ, 6პ), მამუკელაშვილი (16ქ, 14 მ), შერმადინი (18ქ, 4მ.), ანდრონიკაშვილი (6ქ.), ჯინჭარაძე, ბურჯანაძე (8ქ, 6მ.), ცინცაძე (2ქ.), სანაძე (6ქ.), ბექაური.

თურქეთი: ლარკინი (2ქ.), ოსმანი (22ქ.)., ჰაზერი (5ქ.), ბიტიმი (12ქ.), საიბირი (2ქ.), კაბაკა (4ქ.), თუნჩერი (9ქ.), მაჰმუთოღლუ (6ქ.), სანლი (2ქ.), კორკმაზი (18ქ.), შენგუნი (17ქ.).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი ტყუილი კვარაცხელიაზე“ - Tuttonapoli ხვიჩაზე წერს
„დიდი ტყუილი კვარაცხელიაზე“ - Tuttonapoli ხვიჩაზე წერს