კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

რონალდუს დანაშაული დაუმტკიცდა - პოლიცია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა

მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრობლემები თვალნათლივია. სასიამოვნო სიტუაცია არც გასულ სეზონში იყო. მაგალითად, 9 აპრილს, „წითელი ეშმაკები“ „ევერტონს“ დაუპირისპირდნენ და 0:1 დამარცხდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში სენსაციური ვიდეო გავრცელდა. მოედნის დატოვების დროს, კრიშტიანუ რონალდუმ უცნობი ადამიანის ტელეფონი დაამსხვრია. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მობილური „ევერტონის“ მცირეწლოვან გულშემატკივარს ეკუთვნოდა.

გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გაღიზიანებულია და მობილურს ძირს ახეთქებს. მოგვიანებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელეფონი „ევერტონის“ ქომაგს ეკუთვნოდა სხვადასხვა სპორტულმა გამოცემებმაც დაადასტურეს.

ამასთან დაკავშირებით, პოლიციამ გამოძიება აწარმოვა და ოფიციალური დასკვნა დღეს დაიდო. Sky Sports-ის ინფორმაციით, ვეტერან თავდამსხმელს დანაშაული დაუმტკიცდა, თუმცა მას არანაირი სასჯელი არ ემუქრება. პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სადამსჯელო ორგანო ამჯერად მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

შეგახსენებთ, რომ მომხდარის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ 14 წლის ბავშვს და მის ოჯახს ბოდიში მოუხადა და საჩუქრად ახალი ტელეფონი გაუგზავნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამშობლო ან ბუნდესლიგა - რონალდუს ორი ახალი ვარიანტი აქვს
სამშობლო ან ბუნდესლიგა - რონალდუს ორი ახალი ვარიანტი აქვს