ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლის ახალი სუპერგმირი ჰყავს“ – Tuttosport-ის სტატია ხვიჩაზე

Tuttosport-მა „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. ცნობილი იტალიური გამოცემა მის სადებიუტო შეხვედრას გამოეხმაურა და „კვარა“ Marvel Comics-ის სუპერგმირს, „სამურავს“ შეადარა.

„კვარაცხელია აქტიური იყო და მეტის გაკეთება შეუძლია“, ეს სიტყვები ლუჩანო სპალეტის ეკუთვნის და მის მიერ ნათქვამი „მეტის გაკეთება შეუძლია“ პროვოკაცია არაა. ეს ფრაზა მშვენივრად აღწერს თუ რამხელა პროგრესის მიღწევა შეუძლია ქართველ ტალანტს. ხვიჩამ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ზელინსკის ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გაუკეთა და პოლონელის გოლმა ნაპოლის თამაშის დახურვის საშუალება მისცა.

კვარაცხელია „რისკავს“ პარტენოპეის სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის კიდევ ერთი შესანიშნავი ინვესტიცია გახდეს იმ ჩემპიონატიდან, რომელსაც სხვა კლუბები თავს არიდებენ. დინამო ბათუმის ყოფილი ფეხბურთელი 10 მილიონი ევრო დაჯდა და ნაპოლიმ მას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. იგი სუფთა ტალანტია, ინტუიციითა და წინსვლის უნარით გამოირჩევა, რაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელების ჩამოშორებაში ეხმარება. იგი კრისტიან ძაკარდოს აღმოჩენაა, რომელმაც ჯუნტოლის ხვიჩასთვის თვალის დევნება ჯერ კიდევ მაშინ ურჩია, როცა იგი რუბინში იყო.

კვარა ნეაპოლელი ქომაგების ახალი ფავორიტია და მათ ლორენცო ინსინიესთან დაკავშირებულ მოგონებებს მეხსიერებიდან უშლის. კვარაცხელია ინსინიეს შემცვლელია და მარცხენა ფლანგზე იყენებენ. მას მეტოქეების მოტყუების ბრწყინვალე უნარი აქვს და შეუძლია, ელვისებური აჩქარებით ან ცრუმოძრაობებით ისინი ადგილზე გააშეშოს. სისწრაფე, ტექნიკური არსენალი და საფეხბურთო სითავხედე ის თვისებებია, რომელთა გამოც ნაპოლიმ მისი შეძენა გადაწყვიტა. ფიზიკური მახასიათებლებით იგი სამურავს წააგავს. მუტანტს, რომელიც სუპერგმირთა ჯგუფის, X-men-ის წევრია და სერია A-ს სადებიუტო შეხვედრაში დაფიქსირებული სტატისტიკა ადასტურებს, რომ კვარაცხელიას სუპერ შესაძლებლობები ნამდვილად აქვს. 68 წუთი მოედანზე, გოლი, საგოლე გადაცემა და 2 შანსი. ეს საუკეთესი პასუხია მათთვის, ვინც ამბობდა, რომ შეიძლებოდა, ხვიჩას იტალიის ჩემპიონატში შესვლა და ადაპტაცია გასჭირვებოდა“, - წერს Tuttosport-ი.

შეგახსენებთ, რომ „ვერონას" წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა შეასრულა. 68-ე წუთზე, როცა ანგარიში „ნაპოლის“ სასარგებლოდ 4:2 იყო, ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა მოედნიდან გაიყვანა და დასვენების საშუალება მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის მორიგი აღიარება - ამჯერად მეტოქე გუნდის თავკაცმა გამოარჩია
მიქაუტაძის მორიგი აღიარება - ამჯერად მეტოქე გუნდის თავკაცმა გამოარჩია