ილიას ზუროსი
Aa
Aa

ილიას ზუროსი აკროპოლისის თასზე: „შედეგი უმნიშვნელოა, მთავარია მოვუმატოთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა „აკროპოლისის თასზე“ ისაუბრა. ბერძენი სპეციალისტის თქმით, ამ ტურნირის მთავარი მიზანია, სიახლეები გამოიცადოს და ნაკრებმა პროგრესს მიაღწიოს.

„დღეს აკროპოლისის თასის პირველ შეხვედრას გავმართავთ. აკროპოლისის თასი ძალიან კარგი ტურნირია, რომელზეც ძალიან კარგი გუნდები ასპარეზობენ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ შეხვედრებში პროგრესს მივაღწიოთ. ახალ რაღაცებს გამოვცდით და როგორც შეტევაში, ისე დაცვაში განსხვავებულ კომბინაციებსა და ტაქტიკებზე ვიმუშავებთ, რადგან ამ მატჩებში მონაწილეობას სწორედ ამის გამო ვიღებთ.

საჭიროა, მოვუმატოთ, რადგან პირველი ოფიციალური შეხვედრა 24 აგვისტოს გველის და ამ დღემდე უფრო და უფრო ცოტა დრო გვრჩება. ჩვენთვის შედეგი მნიშვნელოვანი არაა. შეიძლება, ყველა თამაში წავაგოთ და პროგრესს მაინც მივაღწიოთ. ამ ამხანაგური მატჩების მიზანი სწორედ ესაა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მაგრამ მთავარია, ვიმუშაოთ, მოვუმატოთ და ვიპოვოთ გზები, რომელთა დახმარებითაც, პარკეტზე ერთ გუნდად შეკვრას შევძლებთ“.

შეგახსენებთ, რომ „აკროპოლისის თასის“ პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრების დღეს, თბილისის დროით 19:00-ზე გამართავს და თურქეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფი: ხოჭოლავას ჯგუფურამდე ერთი ნაბიჯი აშორებს
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფი: ხოჭოლავას ჯგუფურამდე ერთი ნაბიჯი აშორებს