პსჟ, ნეიმარი
Aa
Aa

საქმეში რამოსი ჩაერია - მბაპეს და ნეიმარის კონფლიქტი დასრულებულია

ბოლო პერიოდის განმავლობაში სპორტულ სამყაროში აქტიურად მიმდინარეობს საუბრები ნეიმარსა და მბაპეს შორის კონფლიქტზე. ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.

ყველაფერი თითქოს იქიდან დაიწყო, რომ ნეიმარმა ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს პენალტის დარტყმის საშუალება არ მისცა. ავტორიტეტული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, საქმე გაცილებით რთულად არის, ვიდრე პენალტის დარტყმის უფლებაა. წყაროს ცნობით, კილიანმა ნეიმარის გუნდიდან გაშვება მოითხოვა და კონფლიქტი სწორედ აქედან წარმოიშვა.

დღეს კი ახალი ინფორმაცია გავრცელდა. Diario AS წერს, რომ პსჟ-ს სპორტული დირექტორის ლუის კამპოსის მოთხოვნით აღნიშნული ფეხბურთელები შეხვდნენ და ისაუბრეს. გუნდში თვლიან, რომ არსებულ პრობლემას მსოფლიოს მასშტაბით არ უნდა განიხილავდნენ და ყველაფერი შიდა სამზარეულოში უნდა მოგვარდეს.

როგორც ირკვევა, ნეიმარი და მბაპე ყველაფერზე შეთანხმდნენ და კონფლიქტი დასრულებულია. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის მოგვარებას ხელი სერხიო რამოსმა შეუწყო. Le Parisien წერს, რომ შუამავალი სწორედ ვეტერანი ესპანელი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ლიგა 1-ის მომავალ ტურში „პარი სენ ჟერმენი“ „ლილის“ დაუპირისპირდება და ნათლად გამოჩნდება დასრულდა თუ არა კონფლიქტი ნეიმარსა და მბაპეს შორის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,შეგვიძლია, მისი დამატებით ბედნიერები ვიყოთ“ - ზელინსკიმ ხვიჩაზე ისაუბრა
,,შეგვიძლია, მისი დამატებით ბედნიერები ვიყოთ“ - ზელინსკიმ ხვიჩაზე ისაუბრა