ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Scugnizzo Kvara - ხვიჩა Daily Mail-ის ყურადღების ცენტრში მოექცა

„10 რაღაც, რაც სერია A-ს პირველი ტურისგან ვისწავლეთ“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Daily Mail-ი და იტალიური კლუბების მიერ ნაჩვენებ ფეხბურთზე გვესაუბრება. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ Daily Mail-ის ყურადღების ცენტრში „ნაპოლიც“ მოექცა და ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცლად წერს.

„ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას აღმოჩენით, ნაპოლი გვეუბნება, რომ არაა საჭირო, ტოპ დონის ფეხბურთელებს ყოველთვის უზარმაზარი სატრანსფერო ფასი ჰქონდეთ. ექსტრაორდინალური ფიზიკური სიძლიერე და დრიბლინგის უნარი მას სერია A-ს საუკეთესო დაბალფასიან შენაძენად აქცევს.

21 წლის ფეხბურთელი წვერს ატარებს და თინეიჯერის სახე აქვს. იგი ქარიშხალია, რომელიც ფანტავს ეჭვებს, რომლებიც იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაციის უნარის ქონას უკავშირდება. ორშაბათს, ვერონასთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 5:2 მოიგო, კვარაცხელიამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

Scugnizzo Kvara – იგივე „ზღვის ზღარბი კვარა“, რაც მისი გარეგნობის გამო შეარქვეს, ნაპოლის ქომაგებმა უკვე გააღმერთეს და ლუჩანო სპალეტის გუნდის შემტევ ტრიოში, ლოსანოსა და ოსიმენის გვერდით, მის ადგილს საფრთხე არ ემუქრება. ტოსკანელი მთავარი მწვრთნელის წინამძღოლობით კვარაცხელიას პროგრესის მიღწევა და იმის დემონსტრაცია შეუძლია, როგორ შეიძლება, სკაუტებმა დიდი ფინანსური რესურსის გაღების გარეშე გუნდის დონე აამაღლონ.

ახლა ნაპოლის შეუძლია, მომავალს უფრო თავდაჯერებულმა უყუროს და სხვათა შორის, გუნდს, რომელსაც კვარაცხელია მოუნდება, დღევანდელი მონაცემებით, მის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს“, - წერს Daily Mail-ი.

ცნობისთვის, „ვერონასთან“ მატჩის მიმდინარეობისას „კვარაზე“ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ტანკრედი პალმერიმ დაწერა და განაცხადა, რომ ნეაპოლში ახალ ვარსკვლავი დაიბადა - ბიჭი, რომელიც ელეგანტურობის ოსტატია და სივრცეებს ყოველთვის პოულობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ამის დანახვა მხოლოდ ჩემპიონებს შეუძლიათ“- Gazzetta-ს სტატია ხვიჩაზე
,,ამის დანახვა მხოლოდ ჩემპიონებს შეუძლიათ“- Gazzetta-ს სტატია ხვიჩაზე