კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

Talksport: „მანჩესტერი მზადაა რონალდუს თაობაზე წინადადებები განიხილოს“

ბრიტანული რადიო, Talksport-ი საკუთარ ვებგვერდზე სტატიას აქვეყნებს და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ გვესაუბრება. პორტუგალიელ ფეხბურთელზე ყოველდღე ახალი ინფორმაცია ვრცელდება და მის წასვლაზე აქტიურად იწერება.

TalkSport-ის ცნობით, „წითელმა ეშმაკებმა“ პოზიცია შეცვალეს და მზად არიან, რონალდუს ტრანსფერის თაობაზე წინადადებები მოისმინონ. აქამდე, ბრიტანულ პრესაში აცხადებდნენ, რომ კლუბს ერთ-ერთი ლიდერის გაშვება არ სურდა, მაგრამ დღესდღეობით სხვანაირი სურათი გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, რონალდუს გადაბირების ერთადერთი რეალური კანდიდატი „ატლეტიკოა“. AS-ის მიხედვით, დიეგო სიმეონეს პორტუგალიელი ფეხბურთელის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა სურს, მაგრამ „როხიბლანკოს“ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ტრანსფერის გაჩარხვა ძალიან ძნელია.

ცნობისთვის, Sky Sports-ისა და Times-ის ინფორმაციით, „მანჩესტერის“ ხელმძღვანელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს სურთ, რონალდუმ დამოკიდებულება შეცვალოს და მთელი ყურადღება გუნდზე გადაიტანოს. თუ ასე არ მოხდა, „ოცნებათა თეატრზე“ მასთან კონტრაქტის გაწყვეტასაც განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი ტყუილი კვარაცხელიაზე“ - Tuttonapoli ხვიჩაზე წერს
„დიდი ტყუილი კვარაცხელიაზე“ - Tuttonapoli ხვიჩაზე წერს