ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

მან. სიტი 100 მილიონს ითხოვს - ბერნარდუს გუნდიდან წასვლა სურს

The Athletic-ის ცნობით, ''მანჩესტერ სიტი'' მზადაა ბერნარდუ სილვა 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს. ''ქალაქელები'' სატრანსფერო თანხის შემცირებას არ აპირებენ. პორტუგალიელის მიმართ ინტერესი ''ბარსელონას'' აქვს, თუმცა კატალონიურ გრანდს ინგლისის ჩემპიონისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავს.

28 წლის სილვას ინგლისური კლუბის დატოვება სურს, ოფიციალური წინადადების მიღების მოლოდინშია.

2017 წელს ბერნარდუ სილვა ''მონაკოდან'' 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ ''მან. სიტიში გადავიდა. მან პრემიერ ლიგა ოთხჯერ მოიგო (2017–18, 2018–19, 2020–21, 2021–22). 2020-21 წლების სეზონში ''ქალაქელები'' ჩემპიონთა ლიგის ფინალში ''ჩელსისთან'' დამარცხდნენ.

ბერნარდუს ''მან. სიტისთან'' კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მიხედვით, პორტუგალიელის სატრანსფერო თანხა 80 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარადონასა და რონალდუს მსგავსად“ - Corriere dello Sport-ის სტატია ხვიჩაზე
„მარადონასა და რონალდუს მსგავსად“ - Corriere dello Sport-ის სტატია ხვიჩაზე