თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ოფიციალურად მალე დადასტურდება - თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიაში რჩება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში ასპარეზობას განაგრძობს. ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, Corriere dello Sport-ის მიხედვით, მხარეებს ყველა საკითხი მოგვარებული აქვთ და ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ.

როგორც ირკვევა, თოკომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანხმობა განაცხადა და მომდევნო სეზონშიც იტალიაში ითამაშებს. „მართალია, ჯერ ოფიციალურად არაფერი გამოცხადებულა, მაგრამ თოკოს კლუბთან შეთანხმება დადებული აქვს“, - წერს Corriere dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის კალათბურთელი „ვირტუს ბოლონიას“ მიმდინარე წლის მარტში შეუერთდა და კლუბთან ერთად ევროთასის გამარჯვებული გახდა. „ვირტუსამდე“ თოკო მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავდა, თუმცა რუსული კლუბი უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ დატოვა.

ცნობისთვის, თოკო ერთ-ერთ ვარიანტად NBA-ში დაბრუნებას განიხილავდა, მაგრამ როგორც ჩანს, „ვირტუს ბოლონიამ“ მიზანს მიაღწია. La Repubblica-ს ცნობით, NBA-ის ფაქტორისა და სხვა კლუბების ინტერესის გამო, მოლაპარაკებები გაჭიანურდა, თუმცა „ვირტუს ბოლონიამ“ თავისი გაიტანა და შენგელია დაიყოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: „კვარაცხელიამ ნეაპოლში ყველას თავი შეაყვარა“
Gazzetta: „კვარაცხელიამ ნეაპოლში ყველას თავი შეაყვარა“