დინამო ბათუმი, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

საფრანგეთის ლიგა 1-ში დავითაშვილის ტრანსფერი ჩაიშალა

გასული დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დინამო ბათუმის ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი ლორიენს უახლოვდებოდა, მას ასევე ჰქონდა ლიგა 1-ის კლერმონის ვარიანტიც, თუმცა როგორც გაირკვა, საფრანგეთის ლიგა 1-ში დავითაშვილის ტრანსფერი არ შედგება:

,,ლიგა 1-ის ვარიანტი იწერებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია უკვე აბსურდია, რადგან ტრანსფერი ჩაშლილია. რეალურად, ტრანსფერისა და ინტერესის შესახებ ინფორმაცია მაშინ გავრცელდა, როცა ტრანსფერი უკვე ჩაშლილი იყო", - უთხრა ქვეყნის ჩემპიონის პრესსამსახურმა, ბესი ჩიბურდანიძემ პოდკასტ ბათუმს, თუმცა ამავე გადაცემაში, ტრანსფერის ჩაშლის მიზეზებზე არ თქმულა.

რამდენიმე კვირის წინ, ტელეკომპანია იმედის ყოველკვირეულ სპორტულ გადაცემაში - ,,სპორტი იმედზე", სტუმრად საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი იმყოფებოდა, რომელმაც იტალიის სერია ა-ს გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა. ამის გარდა, ჯუღელმა ინფორმაცია იტალიიდან არსებული დაინტერესებების შესახებაც გააჟღერა და აღნიშნა, რომ ზურიკო დავითაშვილსა და ირაკლი აზაროვს სკაუტები იტალიიდან აკვირდებოდნენ, ორივე ფეხბურთელის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა და რომ ,,ყველა საქმე გადადებული ჰქონდა". საბოლოოდ, აზაროვის ტრანსფერი მალევე დასრულდა და 5-წლიანი კონტრაქტი ცრვენა ზვეზდასთან გაფორმდა, დავითაშვილთან დაკავშირებით კი მოლოდინი კვლავ იყო.

ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ზურიკო დავითაშვილი აჭარული კლუბის ფეხბურთელი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გახდა. ევროტურნირების გამოკლებით, ამ დრომდე დავითაშვილმა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დინამო ბათუმის მაისური 12 მატჩში მოირგო, 6-ჯერ გაიტანა დ 3-ჯერ გაატანინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატი - დიმიტრი აბრალავა ევროპის ჩემპიონია
ევროპის ჩემპიონატი - დიმიტრი აბრალავა ევროპის ჩემპიონია