ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„წინასასეზონო ეტაპისას შთაბეჭდილება მოახდინა“ – Guardian ხვიჩაზე

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, Guardian-ი სერია A-ს ახალ სეზონზე წერს და ფავორიტებზე, ევროსაგზურებისთვის მებრძოლ კლუბებსა და გავარდნის კანდიდატებზე გვესაუბრება. Guardian-ს უყურადღებოდ არც „ნაპოლი“ დაუტოვებია და ძალიან მოკლედ ხვიჩა კვარაცხელიაზეც დაწერა.

„ნაპოლიმ გასული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა, მაგრამ მას შემდეგ, თავის კაპიტანთან, ლორენცო ინსინიესთან, მის მოადგილესთან, კალიდუ კულიბალისთან და ქომაგების საყვარელ ფეხბურთელთან, დრის მერტენსთან დამშვიდობება მოუწია.

კლუბის გარშემო ტოქსიკური სიტუაციაა და ნაპოლის ქომაგები პარტენოპეის მფლობელის, აურელიო დე ლაურენტისის მიმართ პროტესტს განუწყვეტლივ გამოხატავენ. ნაპოლის ჯაკომო რასპადორისა და ჯოვანი სიმეონეს უკავშირებენ, გუნდში ახლად გადასულმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი წინასასეზონო ეტაპისას შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა ფეხბურთელთა წასვლის შემდეგ, გაჩენილი სიცარიელის შევსება, განსაკუთრებით კულიბალიზეა საუბარი, მარტივი არ იქნება“, - აცხადებს Guardian-ი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ცნობილმა გამოცემამ, The Athletic-მა „კვარას“ შესახებ დაწერა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი „ნიუკასლის“ გარემარბს, ალან სენ-მაქსიმენს აგონებს. ხვიჩაზე Il Giornale-იც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ იტალიელმა კომენტატორებმა კონკურსი გამოაცხადეს, რათა „კვარას“ მარტივი მეტსახელი მოუფიქრონ, თორემ მისი სახელისა და გვარის წარმოთქმა ურთულესია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქ იყო ლევანი“ - საგინაშვილის ყოფილი მეტოქის სახალისო ტატუ
„აქ იყო ლევანი“ - საგინაშვილის ყოფილი მეტოქის სახალისო ტატუ