ხვიჩა კვარაცხელია, ლორენცო ინსინიე
Aa
Aa

„ინსინიეს თითქმის არაფრით ჰგავს“ - რას წერს Gazzetta ხვიჩაზე

La Gazzetta dello Sport-ი „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს. ავტორიტეტული იტალიური გამოცემა „კვარას“ დახასიათებას გვთავაზობს და მას ნეაპოლური გრანდის ყოფილ ფეხბურთელს, ლორენცო ინსინიეს ადარებს.

„დღევანდელი ფორმაციის ნაპოლის მარცხენა ფლანგზე ნაკლები დრიბლინგი, ნაკლები კავშირი და ალბათ, ნაკლები ფანტაზიაცაა, თუმცა სპალეტის ეს გუნდი ამ პოზიციაზე სიღრმით ნამდვილად გამოირჩევა.

ქართველ ფეხბურთელს რაც შეეხება, მას ინსინიესთან საერთო პრაქტიკულად არაფერი აქვს. ერთადერთი გამონაკლისი ჩახვეული დარტყმები და პასებია, რომლებიც ნეაპოლელ ტალანტს ძალიან უყვარდა და ხვიჩა იმავეს ხშირად აკეთებს. სამაგიეროდ, ინსინიესგან განსხვავებით, კვარაცხელიას მოედნის ცენტრალური ნაწილისკენ შესვლა და უკან ჩამოწევა შეუძლია, თუმცა დაცვაში თამაში დიდად არ მოსწონს. ხვიჩა ბევრ გოლს ალბათ ვერ გაიტანს, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობის შექმნა და საგოლე გადაცემების გაკეთება შეუძლია“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ცნობილმა გამოცემამ, The Athletic-მა „კვარას“ შესახებ დაწერა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი „ნიუკასლის“ გარემარბს, ალან სენ-მაქსიმენს აგონებს. ხვიჩაზე Il Giornale-იც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ იტალიელმა კომენტატორებმა კონკურსი გამოაცხადეს, რათა „კვარას“ მარტივი მეტსახელი მოუფიქრონ, თორემ მისი სახელისა და გვარის წარმოთქმა ურთულესია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი ლევანტეს გადაწყვეტილების მოლოდინშია - რას აპირებს გრანოტა
ქოჩორაშვილი ლევანტეს გადაწყვეტილების მოლოდინშია - რას აპირებს გრანოტა