მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

„ბენზემა და ოქროს ბურთი? არ მგონია მის გამარჯვებაში ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს“ - ანჩელოტი სუპერთასის შემდეგ

უეფას სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან განვლილი მატჩი შეაფასა და კარიმ ბენზემას შესახებაც ისაუბრა.

რა თქვა ანჩელოტიმ:

რთული და ამავდროულად დაძაბული თამაში იყო. მეტოქემ თავიდან აქტიურად შემოგვიტია, მაგრამ ჩვენ გავიტანეთ, რის შემდეგაც უკვე სიტუაციას თვიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით. ბუნებრივია, სეზონის დასაწყისში შეუძლებელია საუკეთესო თამაშის ჩვენება. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვიგეთ და ეს სეზონის კარგად დაწყებაში დაგვეხმარება.

ვფიქრობ, გულშემატკივრების მიერ შექმნილი ატმოსფერო მნიშვნელოვანია უკეთესი შედეგების მიღწევისთვის და ასევე, თამაშის  გაუმჯობესების თვალსაზრისით. კარგი ატმოსფერო ყოველთვის ხელს უწყობს დამატებითი მოტივაციის შექმნას.

ბენზემა? თუ დღეს აქ ვართ, ეს დიდწილად მისი დამსახურებაა. ახლა კი დროა ოქროს ბურთი გადავცეთ. არ მგონია, რომ მის გამარჯვებაში ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ სუპერთასის მატჩში ფრანკფურტის „აინტრახტი“ დავიდ ალაბასა და კარიმ ბენზემას გოლებით 2:0 დაამარცხა და ტიტულს ისტორიაში მეხუთედ დაეუფლა.

რეალი 2:0 აინტრახტი

კარლო ანჩელოტის გუნდი ლა ლიგის ახალ სეზონს 14 აგვისტოს, სტუმრად „ალმერიასთან“ შეხვედრით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები