ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები, გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი: გიორგი სარდალაშვილი ფინალშია!

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში სტარტი აიღო ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატმა. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე 2 ძიუდოისტი წარდგა.

-60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი და თორნიკე მაზიაშვილი ასპარეზობენ.

გიორგი სარდალაშვილმა პირველ წრეში ფრანგი ჟან ენცო დამაჯერებლად, იპონით დაამარცხა, მეორე წრეში კოლუმბიელი ოსკარ მორატოს ბაიერი ვაზარით დაძლია. მძიმე გამოდგა მეოთხედფინალური დაპირისპირება ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჟაკთან, თუმცა აქაც, ქართველმა ძიუდოისტმა მტკიცე ხასიათი გამოავლინა და მეტოქე დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. სარდალაშვილი ნახევარფინალში ბრაზილიელ მაიკლ აუგუსტოს შეხვდა და მეტოქე უშანსოდ, სუფთა გდებით დაამარფხა. ფინალში გიორგი იაპონელ ტაიკი ნაკამურას შეხვდება.

რაც შეეხება თორნიკე მაზიაშვილს, ახალგაზრდა ძიუდოისტი პირველ წრეში რუმინელ ალექსანდრუ მატეის შეხვდა და მეტოქეს დამატებით დროში ვაზარით მოუგო, მეორე წრეში კი ავსტრიელი მარკუს ორიე სამი გაფრთხილებით დაამარცხა. სამწუხაროდ, მაზიაშვილმა მეოთხედფინალში ფრანგი რომან ვალადიე პიკარდის ბარიერი ვერ დაძლია და შეხვედრა გაფრთხილებებით დათმო, რის შემდეგაც რეპეშაჟში გადაინაცვლა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადასასვლელ დაპირისპირებაში კი ტაიპელი ჩონგ იო ლინი გაფრთხილებებით დაამარცხა.

ფინალური ბლოკი საქართველოს დროით 01:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები