ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები, გიორგი სარდალაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი
Aa
Aa

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი: სარდალაშვილი ნახევარფინალშია, მაზიაშვილი რეპეშაჟში

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში სტარტი აიღო ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატმა. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე 2 ძიუდოისტი წარდგა.

-60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი და თორნიკე მაზიაშვილი ასპარეზობენ.

გიორგი სარდალაშვილმა პირველ წრეში ფრანგი ჟან ენცო დამაჯერებლად, იპონით დაამარცხა, მეორე წრეში კოლუმბიელი ოსკარ მორატოს ბაიერი ვაზარით დაძლია. მძიმე გამოდგა მეოთხედფინალური დაპირისპირება ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჟაკთან, თუმცა აქაც, ქართველმა ძიუდოისტმა მტკიცე ხასიათი გამოავლინა და მეტოქე დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

რაც შეეხება თორნიკე მაზიაშვილს, ახალგაზრდა ძიუდოისტი პირველ წრეში რუმინელ ალექსანდრუ მატეის შეხვდა და მეტოქეს დამატებით დროში ვაზარით მოუგო, მეორე წრეში კი ავსტრიელი მარკუს ორიე სამი გაფრთხილებით დაამარცხა. სამწუხაროდ, მაზიაშვილმა მეოთხედფინალში ფრანგი რომან ვალადიე პიკარდის ბარიერი ვერ დაძლია და შეხვედრა გაფრთხილებებით დათმო, რის შემდეგაც რეპეშაჟში გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები