ალვეშის აგენტმა
Aa
Aa

ალვეშის აგენტმა "მილანთან" კონტაქტი დაადასტურა

ბოლო დღეებში, "მილანს" და „ბარსელონას“ მარჯვენა მცველ დანი ალვეშს, ერთმანეთს ხშირად უკავშირებენ. ამის თაობაზე კომენტარი ალვეშის აგენტმა, დინორა სანტანამ გააკეთა და აღიარა, რომ მის კლიენტზე იტალიიდან შემოთავაზება მართლაც მიიღო.

"შემიძლია დავადასტურო, რომ "როსონერის" ხელმძღვანელობა მართლაც დაგვიკავშირდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რადგან შემოთავაზებები სხვა კლუბებიდანაც გვაქვს და მათგან საუკეთესო ვარიანტი უნდა ავირჩიოთ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას" - განაცხადა დინორა სანტანამ „Tuttomercatoweb.com“-თან საუბარში.

დანი ალვეში, რომ „ბარსელონას“ დატოვებს, თითქმის გადაწყვეტილია. მისი შეძენით „მილანის“ გარდა, "რომა","პსჟ", "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებულნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები