თემურ ქეცბაია
Aa
Aa

საგნები პრემიერ ლიგის ისტორიიდან - Athletic-მა გაბრაზებული ქეცბაია გაიხსენა

The Athletic UK-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა პრემიერ ლიგის ისტორიას, თუმცა სტატია არა გოლებს ან სხვა სუფთა საფეხბურთო საკითხებს, არამედ ნივთებს ეხება, რომლებიც პრემიერ ლიგის ქომაგებს დაამახსოვრდათ. მათ შორისაა 1997 წელს ''ნიუკასლსა'' და ''ბოლტონს'' შორის გამართული შეხვედრა, როცა თემურ ქეცბაიამ გოლი გაიტანა და გაბრაზებულმა სარეკლამო ბანერი დააზიანა.

The Athletic UK-ის სტატიიდან გთავაზობთ ნაწყვეტს, რომელიც თემურ ქეცბაიას ეხება:

10. Adidas-ის სარეკლამო ბანერი

პრემიერ ლიგის ადრეულ წლებში ''ნიუკასლისთვის'' სარეკლამო ბანერები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. როცა კევინ კიგანის ''ნიუკასლი'' ''ლივერპულთან'' ტრაგიკულად დამარცხდა, კიგანმა მსგავსი რამ გააკეთა, რაც ქეცბაიამ - ''ბოლტონთან''.

ქეცბაიამ ''ბოლტონთან'' გატანილი გოლის შემდეგ ბანერებს ძლიერად დაარტყა, ისტერიული იყო, მაისური შემოიხია, პირველად გაბრაზება McDonald-ის ბანერზე გადაიტანა შემდეგ კი - Adidas-ის ბანერზე.

''ეს მოხდა იმიტომ, რომ სელექციით უკმაყოფილო ვიყავი''- თქვა ქეცბაიამ იმის ახნის გარეშე, მისი ეს ქმედება ეხებოდა იმას, რომ სასტარტოში ვერ მოხვდა თუ Big Tasty-ის ბურგერისკენ იყო მიმართული.

შეგახსენებთ, 1997-98 წლების სეზონის პრემიერ ლიგის 23-ე ტურში, 1998 წლის 17 იანვარს კენი დალგლიშის ''ნიუკასლმა'' კოლინ ტოდის ''ბოლტონი'' 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს თემურ ქეცბაიამ გაიტანა, რომელსაც დალგლიში არ ენდობოდა, მცირე სათამაშო დროს უთმობდა, ქეცბაიამ კი ეს გოლი ძალიან ემოციურად აღნიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ყოფილი თავკაცი: „კვარაცხელია სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა“
ნაპოლის ყოფილი თავკაცი: „კვარაცხელია სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა“