მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცი კაენთან დამარცხდა - მიქაუტაძემ 87 წუთი ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-2 ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ სტუმრად „კაენს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდა.

ქართველი ფეხბურთელი პირველივე წუთებიდან სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა. შეიძლება ითქვას, რომ „მეციდან“ გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი მხოლოდ მიქაუტაძეს ჰქონდა, თუმცა 22 წლის ფეხბურთელს მიზნამდე ცოტა დააკლდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველი ნახევრის 38-ე წუთზე გავიდა. „მეცის“ საჯარიმოში შექმნილი არეულობით მასპინძლებმა ზუსტად ისარგებლეს და საბოლოოდ, გამარჯვების გოლი საკუთარ ანგარიშზე ჯიბრილ დიანიმ ჩაიწერა.

როგორც ზემოთ გითხარით, „მეციდან“ გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი გიორგი მიქაუტაძეს ჰქონდა. მეორე ტაიმში, 64-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელი საჯარიმოს მისადგომებიდან ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა მისი დარტყმა სამწუხაროდ ძელს მოხვდა და „კაენი“ გაშვებულ გოლს გადაურჩა.

82-ე წუთზე მიქაუტაძეს კიდევ ერთი ეპიზოდი შეექმნა, თუმცა 22 წლის ფორვარდმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ბურთის კარის ჩარჩოში გადაგზავნა ვერ შეძლო. საბოლოოდ, ქართველი ფეხბურთელი მთავარმა მწვრთნელმა 87-ე წუთზე შეცვალა.

2 ტურის შემდეგ, „მეცი“ 1 მოგებით და ერთი წაგებით ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „ვალენსიენესს“ დაუპირისპირდება. მატჩი 13 აგვისტოს, საქართველოს დროით 21:00 საათზე გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ მიქაუტაძემ პირველ ტურში „ამიენსთან“ მოგებულ (3:0) მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ასევე ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, ყოველთვის ვითამაშო“ - კაშიამ სლოვანს პირველად უკაპიტნა
„მინდა, ყოველთვის ვითამაშო“ - კაშიამ სლოვანს პირველად უკაპიტნა