კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ ტენ ჰაგი, ჰარი მაგუაიერი
Aa
Aa

10 დღეა ვარჯიშობს, ეს მცირე დროა - ტენ ჰაგმა რონალდუზე ისაუბრა

პრემიერ ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველ ტურში ''მან. იუნაიტედი'' ''ოლდ ტრაფორდზე'' ''ბრაიტონთან'' 1:2 დამარცხდა. პირველ ტაიმში 31 წლის გერმანელმა პასკალ გროსმა დუბლი შეასრულა, 68-ე წუთზე მისმა თანაგუნდელმა მაკ ალისტერმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

მატჩის შემდეგ ''მან. იუნაიტედის'' მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ რონალდუ მხოლოდ 10 დღეა ვარჯიშობს, რაც სასტარტოში თამაშისთვის საკმარისი არაა. ''ბრაიტონთან'' შეხვედრაში რონალდუ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო.

ერიკ ტენ ჰაგი: ''ათი დღეა, რაც რონალდუ ვარჯიშობს. ეს მცირე დროა იმისთვის, რომ 90 წუთი ითამაშოს''.

''ბრაიტონთან'' მატჩში დავუშვით შეცდომები, როგორც ბურთით თამაშისას, ასევე დაცვითი ფუნქციების შესრულებისას. ეს მარცხი გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ და ამ მარცხისგან სწრაფად უნდა ვისწავლოთ''.

''მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, ერიქსენი და რონალდუ კარგად მოქმედებდნენ. გოლის გატანის ორი კარგი შანსი შევქმენით, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყენეთ, ეს სირცხვილია, უკმაყოფილო ვარ''.

მატჩის შემდეგ ჰარი მაგუაირმა განაცხადა:

''ჩვენ კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ, მაგრამ პირველ ტაიმში გაშვებული 2 გოლი სეზონის ყველაზე ცუდი დასაწყისი იყო. ამოცანა ყველას კარგად ესმის. ჩვენ ცუდი სეზონი გვქონდა, ახლა კი ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს, რომელიც თავისი ფილოსოფიის დამკვიდრებას ცდილობს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქ ყოფნით ბედნიერი ვარ“ - ცრვენა ზვეზდამ ირაკლი აზაროვი წარადგინა
„აქ ყოფნით ბედნიერი ვარ“ - ცრვენა ზვეზდამ ირაკლი აზაროვი წარადგინა