ლიბან აბდულაჰი, ფაბიან დერიკ კიზიტო
Aa
Aa

ლეგიონერები სომალიდან და უგანდიდან - ლოკომოტივის ორი უცნობი ახალწვეული

თბილისის ''ლოკომოტივის'' რიგებში ორი უცხოელი ფეხბურთელი ჩაირიცხა. ეს მოთამაშეები არიან ლიბან აბდულაჰი და ფაბიან დერიკ კიზიტო. მათ გარდა, კლუბთან კონტრაქტი ბიძინა მახარობლიძემ და კახა კახაბრიშვილმა გააფორმეს.

თბილისური გუნდის აფრიკელი ახალწვეულების, ლიბან აბდულაჰისა და ფაბიან დერიკ კიზიტოს კარიერის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მოგაწვდით.

ლიბან აბდულაჰი ნიდერლანდებში, ქალაქ ჰაარლემში დაიბადა. მისი მშობლები წარმოშობით სომალიდან იყვნენ. 2019 წელს სომალის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჯიბუტის წინააღმდეგ ჩაატარა. ''ლოკომოტივის''ახალწვეული სომალის ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელია, უკანასკნელად მიმდინარე წელს ესვატინთან ითამაშა.

26 წლის ლიბან აბდულაჰს სომალის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. 2015-18 წლებში ''ტელსტარის'' რიგებში ნიდერლანდის რანგით მეორე ლიგაში 46 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო, 4 საგოლე პასი შეასრულა.

2019 წელს, შვედეთის რანგით მეორე ლიგაში, იონკოპინგსის ''სოდრაში'' ითამაშა. 2020 წელს ნიდერლანდების მესამე ლიგის ''კონინკლეიკეს'' ფეხბურთელი გახდა. 2021 წელს, ისლანდიის მეორე ლიგის ''თორის'' მაისურით 16 მატჩში 1 გოლი შეაგდო. ისლანდიურ კლუბში მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე არ უთამაშია.


32 წლის ფაბიან დერიკ კიზიტოს გაცილებით დაბალ დონეზე უთამაშია. მან კარიერის დიდი ნაწილი ნიდერლანდების სამოყვარულო კლუბებში გაატარა. 2019 წელს შვედეთის რანგით მესამე ლიგის ''ნიუჩეპინგში'' თამაშობდა. შესაძლოა, 2019 წლის შემდეგ კიზიტომ კარიერა შეწყვიტა, რადგან 2019 წლის შემდეგ ცნობილი სტატისტიკურ ვებგვერდებზე მისი რომელიმე კლუბში თამაშის ფაქტი არ ფიქსირდება.

2012 წელს უგანდის ეროვნულ გუნდში 2 მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი გოლი ეგვიპტის ნაკრებს შეუგდო, რომლის შემადგენლობაში მოჰამედ სალაჰი თამაშობდა. ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიში კიზიტომ გახსნა, სალაჰმა გაათანაბრა. საბოლოოდ, ეგვიპტემ 2:1 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვატო არველაძე აზერბაიჯანის ჩემპიონატში? - რას წერს ადგილობრივი მედია
ვატო არველაძე აზერბაიჯანის ჩემპიონატში? - რას წერს ადგილობრივი მედია