გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე ბარნლის რადარზე - კლარეტები შეთავაზების გაკეთებაზე ფიქრობენ

ბრიტანელი ჟურნალისტის, ბრედ ჯონსის ინფორმაციით, „მეცის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ინგლისური კლუბის რადარზე მოექცა. როგორც ირკვევა, 21 წლის შემტევის გადაბირებით ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიფში მოასპარეზე „ბარნლი" ინტერესდება.

ბრედ ჯონსის მიხედვით, „კლარეტებს“ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ და ფიქრობენ, ფრანგულ კლუბს წინადადებით მიმართონ თუ არა. ამ ეტაპზე, სხვა დეტალები არ ხმაურდება და მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ გასული ორი სეზონი მიქაუტაძემ იჯარით ბელგიურ „სერენში“ გაატარა. მისი გოლებით „სერენი“ უმაღლეს ლიგაში აღზევდა, 2021-22 წლების გათამაშებაში კი ქართველი ფორვარდის გოლით ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. 21 წლის შემტევმა „სერენის“ რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 57 მატჩში 36 გოლი შეაგდო.

საფრანგეთის ლიგა 2-ის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში მან ბრწყინვალედ იასპარეზა და „ამიენთან“ მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. მიქაუტაძემ ჯერ მეტოქის კარი აიღო და ლიგა 2-ის სადებიუტო შეხვედრა გოლით აღნიშნა, შემდეგ კი თანაგუნდელს გაატანინა. ქართველ შემტევს კარგი თამაში დაუფასდა და Sofascore-მა იგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოს საოცარი მთები აქვს, ეს აუცილებლად უნდა ნახოთ“ - ხვიჩას ინტერვიუ ნაპოლისთან
„საქართველოს საოცარი მთები აქვს, ეს აუცილებლად უნდა ნახოთ“ - ხვიჩას ინტერვიუ ნაპოლისთან