გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

„მინდოდა, რომ დარჩენილიყო, მაგრამ...“ - ლუჩესკუმ წიტაიშვილზე ისაუბრა

კიევის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ გარცის „შტურმთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

77 წლის სპეციალისტს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გიორგი წიტაიშვილის შესახებაც ჰკითხა, რაზეც ლუჩესკუმ ასე უპასუხა:

მან ლეხში გადასვლა ფიფას მიერ მინიჭებული უფლების შემდეგ გადაწყვიტა. სიმართლე, რომ გითხრათ, მას ჩვენთან დარჩენა შეეძლო და ეს მეც მსურდა, მაგრამ მან სხვა არჩევანი გააკეთა. ნებისმიერ შემთხვევაში მის არჩევანს პატივს ვცემ, ახლა კი ამ სიტუაციაზე არ ვფიქრობ. ალბათ, მისი კარიერისთვის უკეთესიც იქნება, მაგრამ მომავალ წელს დაგვიბრუნდება. ის კარგი ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი ახალი სეზონის დაწყებამდე კიევის „დინამოდან“ პოზნანის „ლეხში“ იჯარის წესით გადავიდა. 22 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგაც ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები