თბილისის დინამო, ბათუმის დინამო, გიორგი მოისწრაფიშვილი
Aa
Aa

ბათუმის დინამო თბილისის დინამოს ლიდერს იმატებს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი, გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს.

Crystalsport-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებების ეტაპი გადამწყვეტ ფაზაშია და მოისწრაფიშვილი  გია გეგუჩაძის გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება.

20 წლის ფეხბურთელმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში, თბილისის „დინამოს“ მაისურით 18 შეხვედრა ჩაატარა და თავი 3 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები