ლივერპული
Aa
Aa

კიდევ 5 წლით ენფილდზე - ჟოტამ კონტრაქტი გაახანგრძლივა

„ლივერპულის“ ოფიციალურმა ვებ-საიტმა გვამცნო, რომ დიოგუ ჟოტამ ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და „ენფილდზე“ 2027 წლამდე დარჩება. პორტუგალიელი თავდამსხმელი „ლივერპულს“ 2020 წელს „ვულვზიდან“ შეუერთდა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

გასულ სეზონში, 25 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 21 გოლი გაიტანა, თუმცა დარვინ ნუნიესის გადმოსვლის შემდეგ, ჟოტას მკაცრი კონკურენცია ელოდება.

ჟოტა:

„მე ნამდვილად ამაყი ვარ. აქ ორი 2 წლის წინ გადმოვედი და მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი. ჩემი მიზანი სწორედ ეს იყო. კლუბის მხრიდან გრძელვადიანი კონტრაქტის შემოთავაზება ცხადჰყოფს, რომ „ლივერპულს“ ვჭირდები და მენდობა. შესანიშნავია, მე აქ კიდევ 5 წელი ვიქნები. ახალი სეზონი იწყება და უნდა მოვემზადოთ. მაქსიმუმის გაკეთებას ვეცდები.“

ჟოტა „ლივერპულში“

როგორც უკვე მოგახსენეთ, პორტუგალიელი შემტევი მერსისაიდულ გრანდს 2020 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, ჟოტამ „ლივერპულის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 85-ჯერ მოირგო, 34 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბევრად ნაკლებ ხელფასს დათანხმდა - ვაინალდუმს რომაში ტრანსფერის დაჩქარება სურს
ბევრად ნაკლებ ხელფასს დათანხმდა - ვაინალდუმს რომაში ტრანსფერის დაჩქარება სურს