მაურისიო პოჩეტინო
Aa
Aa

პოჩეტინო: „რეალთან არ გაგვიმართლა, პსჟ-ში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა აინტერესებთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ყოფილ კლუბსა და იმ მოთხოვნებზე ისაუბრა, რომლებიც მის მფლობელებს აქვთ. არგენტინელი სპეციალისტის თქმით, პარიზელები ჩემპიონთა ლიგაზე არიან ორიენტირებული და ამ ტურნირზე წარუმატებლობა მათთვის ფიასკოს ტოლფასია.

„პირადად ჩემთვის, პარი სენ-ჟერმენი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კლუბია. მახსოვს, 20 წლის წინ, აქ რონალდიონიო, ანელკა, ოკოჩა და სხვა გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობდნენ. ისინი კლუბისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად, პარიზელთა მოლოდინებიც შეიცვალა.

ახლა კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე, ჩემპიონთა ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზეა ორიენტირებული. ისინი ამით შეპყრობილი არიან და ნებისმიერი შედეგი, ჩემპიონთა ლიგის მოგების გარდა, მათთვის ფიასკოს ტოლფასია. ჩვენ სამუშაოს პატიოსნად ვასრულებდით და თავდაუზოგავად ვმუშაობდით, მაგრამ რეალთან მატჩის ბოლო წუთებზე არ გაგვიმართლა. შარშან ნახევარფინალში გავედით და მბაპემ სიტისთან მატჩის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო. ასე რომ არ მომხდარიყო, ფინალში გავიდოდით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვფიქრობ, კარგი სამუშაო გავწიეთ“.

შეგახსენებთ, რომ მაურისიო პოჩეტინო კრისტოფ გალტიემ ჩაანაცვლა, რომელმაც „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად პირველი ტიტული უკვე მოიგო და საფრანგეთის სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წასვლა 7 აგვისტომდე სურს - ახალი ინფორმაცია რონალდუზე
წასვლა 7 აგვისტომდე სურს - ახალი ინფორმაცია რონალდუზე