Crystalbet ეროვნული ლიგა, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

ტორპედომ პორტუგალიელი ფეხბურთელი დაიმატა

ქუთაისის „ტორპედომ“ 28 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი, პედრო მონტეირო დაიმატა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურ Facebook-გვერდზე დაადასტურა.

მონტეირო ამპლუით ცენტრალური მცველია. ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და გუნდსაც შეუერთდა.

28 წლის ფეხბურთელი „პორტუს“ აკადემიის აღზრდილია სხვადასხვა წლების განმავლობაში არაერთ კლუბში გამოდიოდა. 2016 წელს მან „ბრაგასთან“ ერთად პორტუგალიის თასიც მოიგო.

რაც შეეხება „ტორპედოს“ ამჟამინდელ მდგომარეობას, კახა ჩხეტიანის გუნდი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არჩილ ბერიძე: ზურიკოს გოლის შემდეგ ფეხბურთელები უკვე ფერენცვაროშზე ფიქრობდნენ
არჩილ ბერიძე: ზურიკოს გოლის შემდეგ ფეხბურთელები უკვე ფერენცვაროშზე ფიქრობდნენ