ისტორიაში პირველად - ინგლისის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - ინგლისის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ქალთა შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში ინგლისმა გერმანია დამატებით დროში 2:1 დაამარცხა. შეხვედრა ''უემბლიზე'' გაიმართა, ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ამ შეხვედრას 87 000 ქომაგი დაესწრო.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ინგლისი დაწინაურდა, 22 წლის ელა ტუნმა 62-ე წუთზე ანგარიში გახსნა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ლამაზი დარტყმით ბურთი თავზე გადაუგდო.

გერმანიის ნაკრებმა 79-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ლინა მაგულმა ახლო მანძილიდან გაიტანა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა.

ინგლისელებმა გამარჯვების გოლი 110-ე წუთზე გაიტანეს, კუთხურს გერმანელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რომელიც კლოი კელის გოლით დასრულდა.

ინგლისი ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა. გერმანიის ნაკრები წარსულში ევროპის ჩემპიონი რვაჯერ გახდა, თუმცა ამჯერად აღნიშნული შედეგი ვერ გაიმეორა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები