ლივერპული, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

გუარდიოლა: "ჰოლანდს წარმოუდგენელი ხარისხი აქვს"

დასრულდა 2022 წლის ინგლისის სუპერ თასი, სადაც მორიგი ტიტულისთვის „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ იბრძოდნენ. შეგახსენებთ, რომ „ქალაქელების“ რიგებში დებიუტი ჰქონდათ ერლინგ ჰოლანდს და ხულიან ალვარესს, თუმცა მათი პირველი ინგლისური წარმატება არ გამოვიდა. მერსისაიდულმა გრანდმა მძიმე ბრძოლაში 3:1 მოიგო.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ერლინგ ჰოლანდს ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული ზუსტი არ აღმოჩნდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ნორვეგიელი თავდამსხმელი დაიცვა.

რა თქვა პეპმა?

„ერლინგმა ძალიან კარგად ითამაშა. მას რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. ეს არაფერს ცვლის, ის საოცარი ფეხბურთელია. მისთვის კარგია რეალობის დანახვა ახალ ქალაქში და ახალ ჩემპიონატში. ჰოლანდს წარმოუდგენელი კლასი აქვს და ამას არაერთხელ დაამტკიცებს.

მას პირველ ტაიმში 2 შანსი ჰქონდა, ხოლო მატჩის მიწურულს კიდევ ერთი. ერლინგი არანორმალურად ბევრს შრომობს. როდესაც მან გოლი ამერიკაში გაიტანა, ყველა საუბრობდა, თუ რა მაღალი დონის არის. დღევანდელი მატჩი არაფერს ცვლის. ნორვეგიელი მომავალ სეზონში უამრავ გოლს გაიტანს.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთელობიდან კლიმატის ცვლილების ჯადოქრობამდე - რას აკეთებს ფლამინი დღეს?
ფეხბურთელობიდან კლიმატის ცვლილების ჯადოქრობამდე - რას აკეთებს ფლამინი დღეს?