ლივერპული, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

"მატჩი ძალიან მომეწონა" - კლოპის სიტის დამარცხების შემდეგ

დასრულდა 2022 წლის ინგლისის სუპერ თასი, სადაც მორიგი ტიტულისთვის „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ იბრძოდნენ. შეგახსენებთ, რომ „ქალაქელების“ რიგებში დებიუტი ჰქონდათ ერლინგ ჰოლანდს და ხულიან ალვარესს, თუმცა მათი პირველი ინგლისური წარმატება არ გამოვიდა. მერსისაიდულმა გრანდმა მძიმე ბრძოლაში 3:1 მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კლოპი:

„მატჩი ძალიან მომეწონა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან თამაშში ძირითადად უკეთესი „სიტი“ არის. „ლივერპული“ ყოველთვის ვერ იგებს და ისინი ამით სიამოვნებას იღებენ. თამაშის დასაწყისით კმაყოფილი ვარ. ბიჭები ყველაფრისთვის მზად არიან და ეს კარგია.

ჩვენ სახიფათო სიტუაციებში დარვინ ნუნიესი ვნახეთ და ის ძალიან ეფექტურია. მან სივრცეები კარგად გამოიყენა და გოლი გაიტანა. მას ადაპტაციისთვის კვლავ გარკვეული დრო სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში ის ბომბარდირობისთვის იბრძოლებს. ნუნიესი „ლივერპულისთვის“ მნიშვნელოვანი შენაძენია.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ასეთი დღეები კიდევ გვექნება" - არველაძე ბრისტოლის დამარცხების შემდეგ