ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია" - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება

იტალიელმა ჟურნალისტმა, ანგელო პომპამეომ და საფეხბურთო გუნდების კოორდინატორმა, ალესანდრო მონფრეკოლამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს. მათ „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი შეაქეს და განაცხადეს, რომ იგი უფრო და უფრო თავდაჯერებული ხდება.

პომპამეო: „კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც შესანიშნავი ტექნიკა აქვს და შეუძლია, მეტოქის საჯარიმოს ცენტრალურ ნაწილში პასები განახორციელოს, რაც ოსიმენს ხელს აძლევს. ქართველი არაპროგნოზირებადია, დარტყმაზეა ორიენტირებული და ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია“.

მონფრეკოლა: „კვარაცხელია უფრო და უფრო თავდაჯერებული ხდება და ამხანაგურ შეხვედრებში სწორედ ეს ვნახეთ. ქართველი ფეხბურთელის ასპარეზობის გარდა, ნაპოლიში ბევრი პოზიტიური რამ ვიხილეთ“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ კასტელ დი სანგროში, სადაც კიდევ რამდენიმე დღეს გაატარებს. 31 ივლისს, „პარტენოპეი“ ამხანაგურ შეხვედრას „მალიორკას“ წინააღმდეგ გამართავს. 3 აგვისტოს, „ხირონას“ დაუპირისპირდება, ხოლო 6 აგვისტოს „ესპანიოლს“ გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ, ალბათ გამოუცდელობის ბრალია
„კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ, ალბათ გამოუცდელობის ბრალია" - რა თქვა ლაშა ნოზაძემ