ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

იტალიური პრესა: კვარა ყოველთვის გადამწყვეტი და სანახაობრივია

„ნაპოლის“ წინასასეზონო მორიგ მატჩს, რომელიც ლუჩანო სპალეტის გუნდმა „ადანა დემირსპორთან“ (2:2) გამართა, იტალიური პრესაში გამოხმაურებები მოჰყვა, რომლებშიც კვლავ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საქებარი ფრაზები ჭარბობს.

Football Italia-ს შემდეგ, „კვარას“ მორიგ აქტიურ მატჩს კიდევ ორი იტალიური გამოცემა გამოეხმაურა:

AreaNapoli:

„კვარაცხელიას დიდებული პასი, მან ლოზანოს ფუნჯით დაუხატა, რომელმაც გატანა შეძლო. მოყვარულთა გუნდის წინააღმდეგ იქნება, თუ ეს უმაღლესი დივიზიონის გუნდთან, კვარა ყოველთვის გადამწყვეტი და სანახაობრივია.

ქართველი თავის ტალანტს ჯერ კიდევ ავლენს, მაშინაც კი როცა იგი თამაშში მოგვიანებით ერთვება. მას გატანაც შეეძლო, როცა ორ მცველს შორის შეიჭრა, მაგრამ მეკარემ აუღო”.

Napolicalcio:

„სპალეტის გუნდში ეს ზაფხული რევოლუციური იყო, რადგან უამრავი ცვლილება მოხდა. ის, ვინც ახალი სეზონის პირველ კვირებში სცენაზე ავიდა, ეს ნამდვილად ხვიჩა კვარაცხელია იყო. ქართველი აქამდე ფაქტობრივად ყველაზე სასიხარულო სიურპრიზებს შორის იყო პირველ სამ ამხანაგურ შეხვედრაში.

კვარაცხელია კვლავ გმირებს შორის იყო ადანა დემირსპორთან შეხვედრაშიც. ის მეორე ტაიმში აქტიური იყო და თავისი გავლენა კვლავ დაგვანახა.

კვარაცხელიასა და ლოზანოს გოლის მომენტი ძალიან ჰგავდა იმას, რაც ნაპოლის ქომაგებმა ბოლო წლებში ინსინიესა და კალეხონის შესრულებით იხილეს. რუბინის ყოფილი მოთამაშე ისეთივე კონცენტრირებული იყო, როგორც ინსინიე და ლოზანოს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: კვარამ გვანახა, რომ მან იცის თუ როგორ მოეპყროს ბურთს
სპალეტი: კვარამ გვანახა, რომ მან იცის თუ როგორ მოეპყროს ბურთს