17-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი - 3 ბრინჯაო და ორი ოქროს შანსი რომიდან
Aa
Aa

17-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი - 3 ბრინჯაო და ორი ოქროს შანსი რომიდან

იტალიაში, კონკრეტულად კი რომში 17-წლამდე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართველმა მოჭიდავეებმა საკუთარი ქვეყანა ასახელეს.

ალექსანდრე რუსიტაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამისთვის კი მას პეტრო შაფრანსკის დამარცხება დასჭირდა.

80 კგ კატეგორიაში ლუკა გელაშვილმა ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლუკამ მედლისთვის ბრძოლაში ბულგარელი ანდრეი ატანასოვი დაამარცხა.

მესამე ბრინჯაო საბა სურმანიძემ (55 კგ) მოიპოვა, რომელმაც თურქ ჰალილ ჩინარის 9:0 აჯობა.

ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ანრი ფუტკარაძე (71 კგ), რომელმაც ფინალამდე მიხალ ლუკაჩი, ატილა შუშორი, არვინ ხოსრავი და იბრაჰიმ ოზდემირი დაამარცხა.

ასევე, 27 ივლისს ოქროს მედლისთვის 92 კგ კატეგორიაში გორგი აივაზიანი იჭიდავებს, რომელმაც ფინალამდე მიხაილ ისმაილოვი, რიკარდო ბუფისი და ჰამიდრეზა კეშტკარი არ დაინდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"კაპელოს შეფასება გასათვალისწინებელია" - LIVERPOOL.COM კვარაცხელიაზე წერს