პსჟ, ნორდი მუკიელე
Aa
Aa

ოფიციალურად - მუკიელე პარი სენ ჟერმენის ფეხბურთელია

ბოლო პერიოდის განმავლობაში „პარი სენ ჟერმენის“ ახალი სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი ახალი მცველის შეძენას ცდილობდა და გამოუვიდა კიდეც. ფრანგულმა გრანდმა „ლაიპციგიდან“ ნორდი მუკიელე დაიმატა.

როგორც ცნობილი გახდა, მუკიელემ „პარი სენ ჟერმენთან“ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მისი ანაზღაურება ყოველწლიურად 3 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისთვის, იყო ალბათობა, რომ ნორდი „ჩელსიში“ ითამაშებდა. გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გვამცნო, რომ ლონდონელებს მუკიელეს გადაბირება სურდათ და ტრანსფერში ტიმო ვერნერის ჩასართავადაც მზად იყვნენ, მაგრამ გერმანული კლუბი „პარი სენ ჟერმენს“ შეუთანხმდა.

ნორდი მუკიელე „ლაიპციგში“

ფრანგი ფეხბურთელი „რედ ბულის“ კლუბს 2018 წელს „მონპელიედან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მუკიელემ „ლაიპციგის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 145-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკი:
ლევანდოვსკი: "8:2 არავის აღარ ახსოვს, აწმყოთი უნდა ვიცხოვროთ"