მადრიდის რეალი
Aa
Aa

ახალი სპონსორი და ახალი თავდამსხმელი - რეალში ცვლილებებია

დიდი ხანია მადრიდის „რეალს“ შეტევის ხაზი არ გაუძლიერდა. „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა კი ამ საკითხზე დაფიქრდა. ანჩელოტიმ რამდენიმე დღის წინ, განაცხადა, რომ კლუბი ახალ ფეხბურთელს აღარ დაიმატებდა და კარიმ ბენზემას ბორხა მაიორალი და ედენ აზარი შეცვლიდნენ.

ამხანაგური „ელ კლასიკოს“ შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. ესპანური MARCA წერს, რომ მადრიდში ბელგიელი შემტევის ცრუ ცხრიანზე თამაშის ინიციატივა აღარ ხიბლავთ და ამის გამო „სამეფო კლუბი“ ახალი თავდამსხმელის შეძენას შეეცდება, რომელიც პირდაპირ კარიმ ბენზემას დუბლიორი იქნება.

ცნობილი ხდება კრიტერიუმებიც. „რეალი“ ახალი შემტევისგან მინიმუმ 10 გოლს ელოდება. რა თქმა უნდა, საუბარი ექსტრა კლასის თავდამსხმელზე არ მიმდინარეობს, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ „ბლანკოსმა“ ხავიერ ერნანდესი(ჩიჩარიტო) 1 სეზონით გადაიბირა. ასევე გვახსოვს ადებაიორის ისტორია. ეს მეთოდი მადრიდული გრანდისთვის კარგად ნაცნობია და დიდი ალბათობით ახალ კანდიდატს სულ მალე შეირჩევა.

ახალი სპონსორი

მადრიდის „რეალი“ ყოველწლიურად ახალი ფინანსების მოძიებას ცდილობს და ფლორენტინო პერესს ეს ყველაფერი შესანიშნავად გამოსდის. ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ კანის მოვლის ბრენდი Cantabria Labs რეალის მე-12 გლობალური სპონსორი გახდა. შეთანხმება 3-წლიანი გახლავთ და კლუბი ყოველწლიურად 3 მილიონ ევროს მიიღებს, ბრენდი კი როგორც კაცთა, ისე ქალთა გუნდს თავისი პროდუქციით მოამარაგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''სსრკ-ში ამაზე ფიქრიც დანაშაული იყო'' - გუცაევი რეალში არშემდგარ ტრანსფერზე
''სსრკ-ში ამაზე ფიქრიც დანაშაული იყო'' - გუცაევი რეალში არშემდგარ ტრანსფერზე