მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ბურთი თავზე ვერ გადაუგდო - მიქაუტაძის რეალური მომენტი სოშოსთან

ლიგა 2-ში გავარდნილი ''მეცი'' ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ამხანაგურ მატჩში ''მეცმა'' ''სოშო'' 1:0 დაამარცხა.

''მეცის'' სასტარტოში გიორგი მიქაუტაძემ ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, მეკარესთან პირისპირ დარჩა, ცდილობდა ბურთი მეკარისთვის თავზე გადაეგდო, თუმცა არ გამოუვიდა.

 

თამაშში ერთადერთი გოლი ''მეცის'' 23 წლის გამბიელმა გარემარბმა აბლაი იალოუმ გაიტანა. მიქაუტაძე საგოლე კომბინაციაში არ მონაწილეობდა.

''მეცის'' მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ 83-ე წუთზე მიქაუტაძე შეცვალა.

ლიგა 2-ის 2022-23 წლების სეზონის პირველ ტურში ''მეცი'' ''ამიენს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 30 აგვისტოს გაიმართება. დიდი ალბათობით, მიქაუტაძე შემდეგ სეზონს ''მეცში'' გაატარებს და გუნდს ლიგა 1-ში დაბრუნებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, გასული ორი სეზონი მიქაუტაძემ იჯარით ბელგიურ ''სერენში'' გაატარა. მისი გოლებით ''სერენი'' უმაღლეს ლიგაში აღზევდა, გასულ სეზონში კი ქართველი ფორვარდის გოლით კლუბმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.

21 წლის ფორვარდმა ''სერენის'' რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 57 მატჩში 36 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ამაზე დიდი იდიოტობა არ გამიგია'' - გუცაევმა 1982 წლის მუნდიალი გაიხსენა
''ამაზე დიდი იდიოტობა არ გამიგია'' - გუცაევმა 1982 წლის მუნდიალი გაიხსენა