ყაზაიშვილის 20 წლის თანაგუნდელი სიკვდილს ებრძვის
Aa
Aa

ყაზაიშვილის 20 წლის თანაგუნდელი სიკვდილს ებრძვის

ამერიკული "სან ხოსეს" 20 წლის ნახევარმცველი მატეუშ სილვა სიკვდილს ებრძვის. ის საავადმყოფოშია მოთავსებული და მდგომარეობა კრიტიკულია.

"მატეუში წყალში გადახტა და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო. ჩვენ ის უახლოეს საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადავიყვანეთ.

ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ჩვენ მისი ოჯახისა და მეგობრების გვერდით ვართ". - წერია საფეხბურთო კლუბ "სან ხოსეს" განცხადებაში.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ინციდენტისას გონება დაკარგა და იხრჩობოდა. საბედნიეროდ, მისი თანაგუნდელები საქმეში სწრაფადვე ჩაერთნენ და ის წყლიდან გამოიყვანეს.

ეს ყველაფერი ტაჰუს ტბაზე მოხდა, რომელიც სიერა ნევადას მთებში, ზღვის დონიდან 1897 მეტრზე მდებარეობს.

როგორც იცით, ცოტა ხნის "სან ხოსესთან" კონტრაქტი ვაკო ყაზაიშვილმა გააფორმა. ჩვენთვის უცნობია იმყოფებოდა თუ არა შემთხვევის ადგილზე ქართველი ფეხბურთელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები