ხვიჩა კვარაცხელია, მოჰამედ სალაჰი, ფაბიო კაპელო
Aa
Aa

კაპელო: კვარაცხელია თავისი მოძრაობებით სალაჰს ჰგავს

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ Corriere dello Sport-თან იტალიური კლუბების შესახებ ისაუბრა.

კაპელომ პაულო დიბალას არჩევანზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც „ნაპოლის“ „რომა“ ამჯობინა, შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელია მოჰამედ სალაჰს შეადარა.

„დიბალა არის ვარიანტების მორევი მოედანზე. ის არის ტრანსფერი, რომელიც მოურინიოს გუნდში ამბიციების ასამაღლებლად სჭირდებოდა.

ის შესანიშნავია გულშემატკივრებისთვის. ჟოზემ თავის პირველ სეზონში მოიგო კონფერენს ლიგა და დაუბრუნდა იტალიურ ფეხბურთს, ახლა ის მიზნად ისახავს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას.

ჟოზე არ შეეფერება დაბალ მიზნებს, ამიტომ კლუბებმა უნდა მისცენ მას ის, რაც სურს, რადგან მან სწორი გზა იცის. შემთხვევითი არ არის ის, რომ მან რომაზე ზეწოლა მოახდინა და მიიღო ის რაც სურდა“.

კაპელოს „ნაპოლიზეც“ ჰკითხეს, რომელიც გარდაქმნის სტადიაზეა. გუნდი დატოვეს ინსინიემ, მერტენსმა, კულიბალიმ, ოსპინამ, თუმცა არიან ახალწვეულები.

„ლუჩანო სპალეტიმ დაკარგა კულიბალი, ადამიანი, რომელიც გუნდს ნამდვილ თავდაჯერებას სძენდა. მე დაინტერესებული ვარ ნაპოლის მდგომარეობით. განსაკუთრებით კვარაცხელია მაინტერესებს, რომელიც თავისი მოძრაობებით კარიერის საწყის წლებში მყოფ მოჰამედ სალაჰს ჰგავს“.

- ამბობს კაპელო.

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისიდან „ნაპოლი“ კასტელ დი სანგროში გააგრძელებს მზადებას, სადაც 6 აგვისტომდე დარჩება და სამ მატჩსაც ჩაატარებს: ადანა დემირსპორთან (27 ივლისი), მალიორკასთან (31 ივლისი) და ჟირონასთან (3 აგვისტო).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლიმ ამხანაგური მატჩები დაგეგმა - ხვიჩა ქართველის გუნდს შეხვდება
ნაპოლიმ ამხანაგური მატჩები დაგეგმა - ხვიჩა ქართველის გუნდს შეხვდება